"დაბრუნდება საქ სსრ მწერალთა კავშირის სული" — ბუღაძე ქეთევან დუმბაძის დირექტორად დანიშვნაზე
ქართველი პროზაიკოსი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე მწერალთა სახლში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დანიშნა. შედეგად, ბუღაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ "ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს".
"მწერალთა სახლში, როგორც იქნა, 'დაბრუნდება' საქ სსრ მწერალთა კავშირის სული...", — წერს ბუღაძე ფეისბუქგვერდზე, — "ქართულმა ოცნებამ ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს. ვიდრე 'ოცნება' იქნება ხელისუფლებაში, ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება...
"[თეა] წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს, 'ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე' პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური 'კულტურის მუშაკების' გულის მოგებას... რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს 'ძველ და საყვარელ' საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!".
"რუსული კანონით" ბუღაძე რამდენიმე თვის წინ მიმდინარე მოვლენებზე მიუთითებს, როცა ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნულმა ანტიდასავლურმა პარტიამ მოამზადა კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნის მოთხოვნით. მსგავსი კანონი რუსეთში მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენება. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მისი ინიციირება არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო და მხოლოდ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ჩააგდო.
ახლა უკვე მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნულმა დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ პირველი მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს "ტექნიკური ხარვეზი" იყო და გადაწყვეტილება "გუნდის სასარგებლოდ" მიიღო.
რა ხდება მწერალთა სახლში
მას შემდეგ, რაც 2021 წლის გაზაფხულზე თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის, კინოცენტრსა და ეროვნულ მუზეუმში, მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. რეპრესიებად შეფასებული პროცესის შედეგად დათხოვნილმა არაერთმა თანამშრომელმა მოგვიანებით სასამართლო დავა მოიგო.
- ყველაფერი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასა და პროტესტზე — მოკლედ
- გათავისუფლება, ჩამოლაბორანტება, ცენზურა — წულუკიანის კულტურა
რაც შეეხება მწერალთა სახლს — ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როცა კონკურსში ლიტერა თავისი წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე ჟიურის წევრად დანიშნა. მაშინ სამინისტროს ჟიურის წევრის უკან გაწვევა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერას მონაწილეების ნაწილმა სთხოვა, თუმცა, ჭუმბურიძე ჟიურიში დარჩა. საბოლოოდ, ჟიური მის გარდა ყველა წევრმა დატოვა, ლიტერა 2021 კი გაუქმდა. მოგვიანებით, მინისტრმა წულუკიანმა, განაცხადა, რომ "პრემია [ლიტერას], რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს", მის ნაცვლად კი ლიტერატურული კონკურსი წლის საუკეთესო დაფუძნდა. სხვათა შორის, ამ პრემიის შექმნის ინიციატორიც ქეთევან დუმბაძე გახლდათ.
რამდენიმე დღის წინ კი, ნატა ლომოურს, რომელიც მწერალთა სახლს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა, სამინისტროდან წერილობით აცნობდეს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა. ლომოურის თქმით, უწყებას მან წერილობითვე მიმართა, რომ უფლებამოსილების გაგრძელებით იყო დაინტერესებული, თუმცა, პასუხი არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა, "ისევე, როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა" მათსა და სამინისტროს შორის.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ 2019 წელს მწერალთა სახლი გააუქმა, რასაც ქართველი ლიტერატორების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციის ნაცვლად მაშინ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი დაარსდა.
რაც შეეხება ორგანიზაციის ახალდანიშნულ დირექტორს, სამინისტროს ცნობით, ქეთევან დუმბაძე საქმიანობას 4 სექტემბრიდან შეუდგება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება კი მას საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება.
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები