რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც შეიძლება გამოგრჩა
თუ გადატვირთული კვირის ფონზე ყველა სიახლეს თვალი ვერ მიადევნე, მნიშვნელოვან ამბებს კვლავაც ერთ სტატიაში მოვუყარეთ თავი. გასულ კვირას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. აი, რამდენიმე მათგანი:
1. Despicable Me 4-ის ტრეილერი გამოვიდა
გრუ და მინიონები Despicable Me 4-ით დაბრუნდნენ! ფილმის პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ამჯერად გრუს ახალი მტრები გამოუჩნდება და მინიონებთან ერთად მორიგ თავგადასავალში გადაეშვება. Despicable Me 4 დიდ ეკრანებზე 3 ივლისს გამოვა.
წაიკითხე ვრცლად აქ.
2. აქტივისტებმა მონა ლიზას გოგრის წვნიანი შეასხეს
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Riposte Alimentaire-ის წევრებმა პარიზის ლუვრის მუზეუმში და ვინჩის მონა ლიზას გოგრის წვნიანი შეასხეს. აქტივისტები ფერმერების უფლებების დაცვასა და ჯანსაღ საკვებზე წვდომას ითხოვდნენ. მონა ლიზას შუშა იცავს, რის გამოც ნახატი ინციდენტისას არ დაზიანებულა.
წაიკითხე ვრცლად აქ.
3. ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი ქლოი ჟაოს ახალ ფილმში პოლ მესკალი შექსპირის როლს ითამაშებს
ცნობილი ირლანდიელი მსახიობი პოლ მესკალი ახალ ფილმში უილიამ შექსპირის როლს მოირგებს. მეგი ო'ფერელის ისტორიული ჟანრის რომანის ჰამნეტის ეკრანიზაციას ოსკაროსანი რეჟისორი ქლოი ჟაო გადაიღებს. უკვე ცნობილია ისიც, რომ ფილმში დრამატურგის ცოლს, ენ ჰეთეუეის, ჯესი ბაკლი განასახიერებს.
წაიკითხე ვრცლად აქ.
4. ავატარის მსახიობებმა განაცხადეს, რომ სერიალში არ გამოჩნდება, რამდენად სექსისტი იყო სოკა
22 თებერვალს ნეტფლიქსზე ყველასათვის საყვარელი ანიმაციის, ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის, სერიალი გამოვა. სერიალის მსახიობებმა, იან ოუსლიმ (სოკა) და კიავენტიომ (კატარა), იმ განსხვავებებზე ისაუბრეს, რომლებსაც ორიგინალი ანიმაციის ფანები სერიალში შეამჩნევენ. მსახიობების თქმით, ერთ-ერთი ასეთი განსხვავება სოკას პერსონაჟი იქნება. ანიმაციურ სერიალში სოკა სექსისტურ მოსაზრებებს ხშირად აჟღერებდა. მსახიობების თქმით, ახალ სერიალში სოკას სექსისტური ფრაზები ნაკლებად ექნება.
წაიკითხე ვრცლად აქ.
5. კლონში ზორაიდეს როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა
ჯანდირა მარტინი, რომელიც ცნობილ ბრაზილიურ სერიალ კლონში ზორაიდეს როლს ასრულებდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯარდინას მეგობარმა და მსახიობმა, მარკოს კარუსომ, დაადასტურა. ჯანდირა მარტინის გარდაცვალების მიზეზად ფილტვის სიმსივნე სახელდება.
წაიკითხე ვრცლად აქ.
6. ცნობილი გახდა, რომ ბერლინალეზე კინოცენტრს გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი წარადგენენ
პუბლიკის ინფორმაციით, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კინოცენტრის დელეგაციაში POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე იქნებიან.
წაიკითხე ვრცლად აქ.
7. ბრიტანელმა ქალმა მილიონი მოიგო და მეგობარს მანქანა £1-ად მიჰყიდა
56 წლის დებორა ბერგესმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მილიონერია. დებორას აგვისტოში ქრონიკული ანემია დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალმა საავადმყოფოში თვეები გაატარა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სახლში დაბრუნდა და ადრე ნაყიდი ლატარიის ბილეთები სწორედ მაშინ შეამოწმა. ლატარიაში მოგებული ფულით დებორამ ახალი მანქანა შეიძინა, ძველი კი მეგობარს £1-ად მიჰყიდა.
წაიკითხე ვრცლად აქ.
8. ცნობილი გახდა, თუ რატომ ქრება TikTok-დან ტეილორ სვიფტისა და სხვა არტისტების სიმღერები
ტიკტოკზე თანდათანობით ქრება ისეთი ცნობილი არტისტების სიმღერები, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ოლივია როდრიგო, ლანა დელ რეი, ბილი აილიში, დრეიკი და სხვა. ამ არტისტებს ის აერთიანებთ, რომ მათ სიმღერებზე უფლებებს კომპანია Universal Music Group ფლობს, რომელსაც ტიკტოკთან უთანხმოება მოუვიდა. Universal Music Group-მა და ტიკტოკმა ლიცენზიის ხელშეკრულება ვერ განაახლეს, რადგან პირობებზე ვერ თანხმდებიან.
წაიკითხე ვრცლად აქ.
9. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში ითამაშებს
ამერიკული ვებგამოცემა Deadline-ის ექსკლუზიური ცნობით, კვენტინ ტარანტინოს ახალ და უკანასკნელ სარეჟისორო ნამუშევარში ბრედ პიტი ითამაშებს. ჰოლივუდის ორი ვარსკვლავისთვის ეს უკვე მეოთხე ტანდემია — ტარანტინოს ფილმში (ერთხელ ჰოლივუდში) პიტმა ბოლოს 2019 წელს ითამაშა. ამ როლმა მსახიობს ოსკარიც მოუტანა.
წაიკითხე ვრცლად აქ.
10. სიმსივნის მქონე მუსიკოსმა შვილს სიმღერა მიუძღვნა, რომელსაც მთელი ტიკტოკი უსმენს
31 წლის მუსიკოსმა, კეტ ჯენისმა, სიკვდილის წინ შვილთან ერთად დაწერილი სიმღერა გამოუშვა. მან სიმღერაზე საავტორო უფლებები 7 წლის შვილ ლორენს გადაუფორმა და სოციალურ ქსელში გამომწერებს სთხოვა, სიმღერისთვის მოესმინათ, რათა შვილისთვის სიკვდილის შემდეგ აქედან შემოსული თანხა დაეტოვებინა.
წაიკითხე ვრცლად აქ.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები