როგორ შეიტყო ირანმა, რომ რუსეთში ტერაქტი მზადდებოდა — ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონის გარდა, კრემლი თეირანმაც გააფრთხილა
მოკლედ: სააგენტო როიტერსი სამ წყაროზე დაყრდნობით, ექსკლუზიურად იუწყება, რომ ირანმა რუსეთი რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, ვიდრე 22 მარტს, მოსკოვის მახლობლად, კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა, რაც, რუსეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული აქტია.
- "თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს გადასცა ინფორმაცია რუსეთში მოსალოდნელი დიდი ტერაქტის შესახებ. ინფორმაცია ირანში აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირების დაკითხვის შედეგად იქნა მოპოვებული", — განაცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
კონტექსტი: საუბარია ბოლო დროის ყველაზე დიდ ტერორისტულ აქტზე ირანის ტერიტორიაზე, რომელიც მოხდა 2024 წლის 3 იანვარს და ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა.
- ისევე როგორც კროკუს სითი ჰოლის შემთხვევაში, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანში მომხდარ ტერაქტზეც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფოს" აიღო.
- როიტერსის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ირანის მიერ მოსკოვისთვის გადაცემული ინფორმაცია არ მოიცავდა კონკრეტულ ცნობას თავდასხმის შესაძლო სამიზნის შესახებ, თუმცა, რუსეთს გადასცეს, რომ ტერორისტული დაჯგუფების ზოგიერთი წევრი გაემგზავრა რუსეთში, სავარაუდოდ, ტერაქტის მოსაწყობად.
ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება არ აკეთებს განცხადებებს ისლამური სახელმწიფოს ბრალეულობის შესახებ და ცდილობს, პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისროს. თუმცა, როგორც გამოცემა ბლუმბერგი, კრემლთან კავშირების მქონე ოთხ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო წრეში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ.
გაიგე მეტი: ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
კრემლს მოსალოდნელ ტერაქტზე ამერიკაც აფრთხილებდა: რუსეთმა, მოსალოდნელ ტერაქტზე, ინფორმაცია მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც, რაზეც, დამატებითი დეტალები რუსეთში აშშ-ის ელჩის, ლინ ტრეისისგან გახდა ცნობილი ახლახან.
ელჩის, ლინ ტრეისის განცხადებაში ხაზგასმულია გარემოება, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა "დაამახინჯეს" აშშ-ის მიერ მიწოდებული ცნობები მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ აშშ-სგან რუსეთის ხელისუფლებისთვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია იყო კონკრეტული, დროული და სანდო.
- "სამწუხაროდ, რუსეთის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა დაამახინჯა და საჯაროდ უარყო იმ ინფორმაციის სარგებლიანობა, რომელიც აშშ-ს მთავრობამ მიაწოდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს ამ თვის დასაწყისში, ისლამური სახელმწიფოს საფრთხეების შესახებ", — განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
გაიგე მეტი: დამატებითი დეტალები — აშშ-ის ელჩმა განაცხადა, როგორ აფრთხილებდნენ კრემლს მოსალოდნელ ტერაქტზე
-
-
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
კომენტარები