პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს. მისი თქმით, არ აქვთ ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე.

"გვქონდა გულახდილი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, რასაც ვუყურებთ და ვფიქრობ უკვე, რომ პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი", — ამბობს ის.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დღეს, 17 მარტს დაბრუნდა. როგორც ლელო წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რუსლან სტეფანჩუკმა ქართულ მხარეს ორი რამ სთხოვა. პირველი — საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე — საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა და ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

უკრაინის დაზვერვამ 4 აპრილს თქვა, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა.

გუშინ, 17 აპრილს უკრაინისდან დაბრუნების შემდეგ პაპუაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონტრაბანდასთან დაკავშირებული საკითხი უკვე გადალახულია. მისი თქმით, სამომავლოდ ინფორმაციები ერთმანეთთან უნდა გადაამოწმონ.