ინფორმაციას რუსული ოპოზიციური გამოცემა Holod ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში არ უშვებენ ან შემოსვლისას აბრკოლებენ კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ რუს ჟურნალისტებს.

დეტალები: ალექსეი პანორამევი გამოცემა Holod-ის პოდკასტების რედაქტორია, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ანტისაომარი მიდგომის მქონე კრიტიკული მედია.

  • მათი განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რეპრესიული კანონების გამო, სარედაქციო გუნდი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.
  • აღნიშნავენ იმასაც, რომ პანორამევიც რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და ახლაც, როცა შემოსვლაზე უარი მიიღო, რიგიდან თბილისში ბრუნდებოდა.
  • მათი თქმით, ჟურნალისტი აეროპორტში მესაზღვრეებმა ნახევარი საათით გააჩერეს, რის შემდეგაც გადასცეს საბუთი, რომ მას შესვლაზე უარი ეთქვა.
  • მიზეზად მითითებული იყო, რომ ჟურნალისტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ "სხვა მოთხოვნებს".