ღარიბაშვილი ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდაში ევროპას და ოპოზიციას ადანაშაულებს და საკუთარ როლს ვერ ხედავს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამ თემაზე პრემეირმინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე სასაუბროდ მივიდა.
- მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა მას, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ის ასე არ მოქცეულა.
- ტრადიციული რიტორიკისგან განსხვავებით, პრემიერმინისტრი ახსენებს რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის — უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობს.
- მის ჩამონათვალში ომში ჩათრევის მცდელობებსა და სარფთხისშემეცველ 4 პროცესებში მოხვდა სააკაშვილის ჩამოსვლა, უკრაინაში წამსვლელი მოხალისე მებრძოლებისთვის გაფრენის უფლების განხილვა, აქციები #შინევროპისკენ და 8-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი.
- პრემიერმინისტრმა სცადა, რომ ეს აქციები ძალადობრივად და მთავრობის გადატრიალების გეგმად წარმოეჩინა.
- ამავე ტრიბუნიდან, სადაც პოლარიზაციაში სხვას დასდო ბრალი, ღარიბაშვილმა ოპოზიციას ისევ უწოდა დესტრუქციული, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს კი ძალადობრივი და ანარქისტული.
- ღარიბაშვილს სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთგზის განუმარტა და მოუწოდა არ გამოიყენოს სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა და არ წაახალისოს პოლარიზაცია და აგრესია ოპონენტების, მედიის და აქტივისტების მიმართ.
დეტალები: ღარიბაშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებს ბევრჯერ უთხრა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო.
- "ვინაიდან ჩვენი პროგნოზით და ეს პროგნოზი სახეზეა, რომ გაცხადდა, ახდა — პოლარიზაცია არასდროს დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა ქვეყანაში. ჩვენ რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში, შემცირდა თუ არა პოლარიზაცია. ალბათ, ვერავინ ვერ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით", — ამბობს ის და პოლარიზაციის ზრდის მიზეზად ევროკომისიის გადაწყვეტილების წარმოჩენას ცდილობს.
- ამის შემდეგ კი საუბარს დესტაბილიზაციის მცდელობებზე აგრძელებს და ისევ ახსენებს შარშანდელ #შინევროპისკენ და წლევანდელ მარტის აქციებს რუსული კანონის წინააღმდეგ.
- "შესაბამისად, ჩვენი პასუხი საჯაროდ მინდა ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არის შემდეგი: თუ ევროპას, ჩვენს ევროპარლამენტარებს და კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, სპეკულაციებს დაასრულებს მათ რადიკალურ და დესტრუქციულ მოქმედებებს", — განაცხადა მან.
- იქვე გაიმეორა ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი სიმბოლური, მაგრამ მნიშნველოვანი გადაწყვეტილებაა და მათი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.
- "დარჩენილი არის ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის ვალდებულებას და ეს არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის და ოპოზიციის", — აღნიშნა მან.
- ამის შემდეგ კი ისევ პირდაპირ ოპოზიციაზე თავდასხმით განაგრძო და მათ "ყველაზე ანტიევროპული" და "ანტიეროვნული" ძალა უწოდა.
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
კომენტარები