საქართველოს პარლამენტი 200 ნაციონალის დასაბლოკი არაა — ირაკლი კობახიძე
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი ორასი ნაციონალის დასაბლოკი არაა. ჟურნალისტების კითხვას, მხოლოდ ორას ნაციონალს ხედავს თუ არა გარეთ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ნამდვილად ასეა.
"სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. ბუნებრივია, 200 ნაციონალის დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპით", — თქვა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრევენციული ზომები პროპორციული იქნება. მისი თქმით, სამართალდამცავები ამ დღეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რათა პარლამენტის მუშაობა "რბილი ზომებით" უზრუნველყონ.
დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტთან აქცია იმართება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ დეპუტატები შენობაში არ შეუშვან. პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია და ყველა შესასვლელთან რკინის ჯებირებია აღმართული. 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა 3 ადამიანი, 28 კი დააკავეს. გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.
ბოლო დღეების მოვლენები
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.
ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კანცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები