ტყიბულელი მეშახტეები კომპანიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ
ტყიბულში მეშახტეები დამსაქმებელ კომპანიასთან სახელმწიფოს წარმომადგენლის თანდასწრებით შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ისინი ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობენ.
მეშახტეების თქმით, 13 მარტის გაფიცვა, რომლის მთავარი მოთხოვნა თებერვლის შეთანხმების პირობების შესრულება იყო, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ უპასუხოდ დატოვეს.
"ამიტომ ჩვენ დღეს ვითხოვთ ღია შეხვედრის ორგანიზებას დამსაქმებელ კომპანიასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლის მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე ჩვენ ველით, რომ გაეცემა მკაფიო პასუხები ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე და დაითქმება გონივრული ვადები ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად", — ამბობენ მეშახტეები გავრცელებულ ვიდეოში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ახსოვთ 2018 წლის პირობა სამუშაო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც სახელმწიფომ არ შეასრულა.
"ჩვენ ეს პირობა მწარედ გვახსენდება ყოველ ჯერზე, როდესაც შახტში ჩავდივართ. სახელმწიფოს მიერ ამ პირობის შეუსრულებლობა კომპანიას საშუალებას აძლევს ისარგებლოს ჩვენი სოციალური მდგომარეობით და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მუშაობა გვაიძულოს. ეს შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს და თუ გაგრძელდება, შესაძლოა ტყიბულში ახალი ტრაგედიები დატრიალდეს. ამაზე პასუხისმგებელნი თანაბრად იქნებიან სახელმწიფო და კომპანია", — ამბობენ მეშახტეები.
ისინი მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, დაუყოვნებლივ შედგეს მეშახტეების ღია შეხვედრა კომპანიასთან, სახელმწიფოს მონაწილეობით.
თებერვალში მეშახტეები საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს და სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ. სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგა, რაც რეორგანიზაციის ბრძანებაში აისახა ის საკითხები, რომლებიც შრომით და სამართლებრივ უფლებებს არეგულირებდა. 13 მარტს ისინი სწორედ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაიფიცნენ.
გასულ წელს კი, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებდა. მათ გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელმაც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე.
ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები