ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას, ნუ ჩავყრით წყალში ექიმების შრომას — სურსათის მართვის შტაბის უფროსი
სურსათის მარაგებისა და ფასის მონიტორინგის შტაბის უფროსის, პროფესიით ეპიდემიოლოგ თენგიზ კალანდაძის განცხადებით, არ ეთანხმება ეკლესიის მოსაზრებას იმაზე, რომ საეკლესიო ღვთისმსახურებისას ვირუსის გავრცელების რისკი არ არის. მისი თქმით, ადამიანების სიმჭიდროვე საფრთხისშემცველია და დაუშვებელია ერთი კოვზის რამდენიმე პირის მიერ გამოყენება.
"ვთხოვ ყველას, როგორც მოსახლეობას, ასევე, ეკლესიას ნუ ჩავყრით წყალში ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდადებულ შრომას და ნუ მივცემთ საშუალებას, რომ ვირუსი გავრცელდეს ეკლესიიდან", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
კალანდაძე აცხადებს, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას და გულით ლოცვა სახლშიცაა შესაძლებელი.
"რატომ არ ამბობენ ამას არ ვიცი, ეტყობა ერიდებიან და ეს გასაგებია, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით: დიახ, ეს საშიშია... ძალიან მარტივად ვიტყვი, როგორც სპეციალისტი, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას.
დღეს ჩვენ გავდივართ დანის პირზე, მაქსიმალურად შენარჩუნებელია ეს ჩვენი ექიმების ძალისხმევით და პროფესიონალიზმით და ვთხოვ ყველას, ერთობლივად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გავიდეთ გამარჯვებით.
რწმენა თუ გაქვს ძალიან კარგია და შესანიშნავია, სახლში ვილოცოთ დროებით, რამე მნიშვნელობა აქვს ამას? ზიარების პროცედურები გასაგებია, მაგრამ რწმენით ვილოცოთ სახლში, გულით გვიყვარდეს უფალი", — განაცხადა მან.
დღეს, 20 მარტს სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.
სინოდი აცხადებს, რომ საუკუნების მანძილზე არაერთი განსაცდელი, მათ შორის, ომები და ეპიდემიები გადაიტანეს და წამთ, რომ ღვთის წყალობით ერთად გადაიტანენ ამ განსაცდელსაც და "ერთად შეეგებიან აღდგომის დღესასწაულს".
- სინოდი ერთ აზრზეა, რომ ზიარების კოვზით ინფექციის გადადება გამორიცხულია — მეუფე ნიკოლოზი
- აღდგომაზე მაქსიმალურად გავანიავებთ, თუმცა ტაძარს მაინცდამაინც არ სჭირდება განიავება — მიტროპოლიტი
- ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში ან ირანში კორონავირუსის გავრცელების მიზეზი კოვზი გახდა — ჯაღმაიძე
საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, ზიარების წესი შეცვალა რამდენიმე მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიამ. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ კი განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე ყველა რელიგიურ მსახურებას და წესის შესრულებას წყვეტს.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი მათგანი, პაციენტი N1, უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 271.
19 მარტს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, ამის აუცილებლობა ჯერ ისევ არ არის.
კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა:
- დროებით მუშაობას წყვეტს ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, საფოსტო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები;
- 20 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა, რომელსაც მთავრობა კურირებს;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- გაიცა რეკომენდაცია, რომ სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო;
- ამოქმედდა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.
ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც. მედიის წარმომადგენლებს პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლა შეეზღუდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები