პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება
4 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 192 028;
- გარდაცვლილი — 64 316;
- გამოჯანმრთელებული — 245 981.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 162;
- გამოჯანმრთელებული — 36;
- გარდაცვლილი — 1;
- კარანტინის რეჟიმში — 5 067;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 303.
დღის ფაქტი: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ორ დღეში, დაახლოებით, 13 ათასით გაიზარდა
გლობალურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ორ დღეში, დაახლოებით, 13 ათასით გაიზარდა. ჯონ ჰოპკინსის სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 64 316-ია. ხუთშაბათს ეს მონაცემი 51 000-ზე მეტი იყო.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ხუთშაბათს მილიონს გადააჭარბა.
დღის ფოტო: ჩინეთში სამწუთიანი დუმილით კორონავირუსით გარდაცვლილებს პატივი მიაგეს
შაბათი ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა და მთელი "ერი სამი წუთით დადუმდა". ადგილობრივი დროით 10:00 საათზე ყველამ პატივი მიაგო 3 300-ზე მეტ გარდაცვლილს, ისმოდა მატარებლებისა და მანქანების, ასევე, საჰაერო ხომალდების საყვირების ხმა, დროშები კი დროებით დაუშვეს.
დღის ფრაზა: [სააღდგომო ლიტურგიას] "თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა"
პერმიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სააღდგომო ლიტურგიას თვალს ტელევიზიის საშუალებით მიადევნებს და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ისინიც ასე მოიქცნენ. მისი თქმით, ჩვენი რწმენის აღსრულება შეგვიძლია ისე, რომ ოჯახის წევრების, მეზობლებისა და მშობლების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.
რა ხდება მსოფლიოში
- ამერიკაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ისევ იზრდება. შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მინიმუმ 301 902 დადასტურებული შემთხვევაა მათგან 8 175 გარდაცვლილია;
- ესპანეთში კორონავირუსით 809 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში — 11 744;
- რაც შეეხება საფრანგეთს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 411 ადამიანი დაიღუპა და ჯამში ფატალური შემთხვევების რიცხვმა 7 560 შეადგინა;
- თურქეთში გარდაცვალების 501 შემთხვევა დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 24 000-ია;
- ბრიტანეთში ერთ დღეში კორონავირუსით 708 ადამიანი გარდაიცვალა;
- კორონავირუსის გამო ლუდი კორონას წარმოება შეჩერდა;
- ცნობილი მომღერალი პინკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 000-ს გადააჭარბა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რაოდენობით იტალია პირველ ადგილზეა. ხუთეული კი ასე გამოიყურება:
იტალია — 15 362;
ესპანეთი — 11 818;
საფრანგეთი — 7 560;
ბრიტანეთი — 4 313;
ირანი — 3 452.
რა ხდება საქართველოში
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა, მათ შორის 36 გამოჯანმრთელებულია,1 კი გარდაცვლილი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330.
დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის არავისზე ნაწყენი არაა და ტელევიზიით ფართოდ არ ჩნდება, რადგან მომატებული რისკის მატარებელია. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ და ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მთავარი სოციალური დისტანცირებაა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აპრილის მეორე ნახევარი და სავარაუდოდ, მაისის დასაწყისი ქვეყნისთვის მძიმე და რთული იქნება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კი თქვა, რომ ქვეყანას საშუალოდ 10 000-მდე პაციენტი მართვა შეუძლია. მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის მართვაში უკვე ჩართულია 20 საავადმყოფო, რეგიონებიდან დამატებით 40 ცხელების კლინიკის ჩართვაა შესაძლებელი, ხოლო დაავადების მატებასთან ერთად კიდევ 15 ჰოსპიტალის რესურსი არსებობს.
მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შემდეგ, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმით მკურნალობა დაინერგოს.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს — ცერცვაძე;
- რა დატვირთვა ექნება კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმს — მინისტრის განმარტება;
- ვირუსმა არ იცის არც რელიგიური აღმსარებლობა, არც კანის ფერი — ნიკოლოზ გამყრელიძე;
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 421 პირი დააჯარიმეს — შსს;
- გახარიას თქმით, ეკლესიასთან ერთად დაბალანსებულ გამოსავალს ყოველთვის იპოვიან.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა
4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით 79 წლის ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერს წარმოადგენდა და ექიმების თქმით, მძიმე თანდართული დაავადებები ჰქონდა.
დღის დამაიმედებელი ამბავი
კორონავირუსის მუტაცია საფრთხეს არ წარმოადგენს, ვაქცინა კი ეფექტური იქნება — მკვლევრები
იელის ინსტიტუტის მიკრობული დაავადებების ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტი ნათან გრუბო ამბობს, რომ SARS-CoV-2-ის მუტაცია უმნიშვნელოა. შესაბამისად ვაქცინები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ ადამიანებს დიდი ხნით დაიცავს.
გასულ კვირას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ფიზიკოსმა, პიტერ ტილენმა, რომელიც ვირუსის შტამებს იკვლევს Washington Post-თან საუბარში აღნიშნა, რომ უჰანსა და აშშ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ვირუსის ნიმუშებს შორის 10-მდე გენეტიკური განსხვავება ფიქსირდება, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ეს გარემოება თავის მხრივ ვაქცინის შემუშავების პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
მართალია, სახიფათო მუტაციის ალბათობა მაინც არსებობს, თუმცა გრუბოს განცხადებით, "ეს არაფერს შეცვლის. იმ დროისთვის, როცა ჩვენ ვირუსის კონკრეტული მუტაციის გავლენას შევისწავლით, პანდემია დიდი ალბათობით უკვე დასრულებული იქნება".
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის 1 500 ტიტა მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. წითელ ტიტებს თან ჰქონდათ ბარათები წარწერებით: "გვეამაყებით, ჯანმრთელობას გისურვებთ!"; "ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია, გვეამაყებით, მადლობა!"
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო დავხმარებოდით მოხუცს, რომელმაც იშრომა, რომ კვლავ ჰქონდეს იმის სურვილი განაგრძოს ბევრი ლამაზი ყვავილის დათესვა. თითოეული ადამიანის შრომა ჩვენთვის ძვირფასია. ასევე შეუფასებელია იმ მედპერსონალის შრომა, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლეს რისკავს. ეს იყო მიზეზი, დაგვენახებინა ადამიანებისთვის რომ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ", — ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გაიგეთ მეტი:
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 900 ათასზე მეტი ინფიცირებული და 2-მილიარდიანი დახმარება ეკონომიკას — 1-ლი აპრილის შეჯამება;
- მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და შეზღუდული ბიზნესი საქართველოში — 2 აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება;
- კომენდანტის საათი საქართველოში და აშშ-ში მოხსნილი რეკორდები — 31 მარტის შეჯამება;
- "ფაქტობრივი" საყოველთაო კარანტინი და ფატალური შემთხვევები ევროპაში — 30 მარტის შეჯამება;
- ვირუსი, როგორც "მწარე წამალი" და დედამიწიდან ფულის ერთეულის "გასაქრობი" საშუალება — 29 მარტის შეჯამება.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები