გვესმის, ოპოზიციის როლი და ვისურვებდი, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში — კახიანი
ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, სამართლებრივი თვალსაზრისით პარლამენტის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ მისი თქმით, იგი მათ მონაწილეობას ამ პროცესებში ისურვებდა.
"პირადად მე თუ მკითხავთ, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებას, ვისურვებდი, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ოპოზიციის როლი ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში იქნება თუ გარეთ, დიდ აზრს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ამ გუნდში ვერ ვხედავ კონსტრუქციულ ოპოზიციას, თუმცა იქ არიან სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას აუცილებლად ვნახავთ", — განაცხადა კახიანმა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.
პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.
მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 48,23%;
- ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
- ევროპული საქართველო — 3,78%
- ლელო — 3,16%;
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
- პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
- გირჩი — 2,89%;
- მოქალაქეები — 1,33%;
- ლეიბორისტული პარტია — 1%;
ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა არასწორი იქნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პატრიოტთა ალიანსის გარდა, ბარიერგადალახული პარტიები ახლა საერთო აქციების გამართვას აპირებს. პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები