ადამ კინზინგერი ღარიბაშვილის განცხადებას "სრულ სიცრუეს" უწოდებს
კონგრესმენი ადამ კინზინგერი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2012 წლამდე აშშ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს პრობლემებზე არ აკრიტიკებდა, "სრულ სიცრუეს" უწოდებს. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ტვიტერზე წერს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხშირად იყვნენ კრიტიკულები.
"ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი იკლებს და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებას", — წერს ადამ კინზიგერი.
შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის არშეჩერებაზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის პასუხად პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა 17 ივლისს თქვა, რომ "სამწუხაროდ", მათგან კრიტიკა არ მოუსმენია 2012 წლამდე სასამართლოს მიმართ.
გაიგე მეტი:
მას გუშინვე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ყოფილმა ელჩმა. იან კელის განცხადებით, ღარიბაშვილი იტყუება. მან 2012 წლამდე პერიოდში მართლმსაჯულების გამო ხელისუფლებს კრიტიკის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილის ამ განცხადებამდე მმართველმა პარტიამ ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის და შალვა პაპუაშვილის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შესახებ უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია. პარტიაში არ აკონკრეტებენ, ვის ადანაშაულებენ აშშ-სთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა პაპუაშვილმა მალევე თქვა, რომ მაღალჩინოსანი, რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული" ინფორმაცია მიაწოდა, ქართველი არ არის.
აშშ ქართული ოცნებას შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს. შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს". მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს და თან ამტკიცებდა, რომ დოკუმენტის პირობებს ასრულებს, აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ყვითლად არის მონიშნული შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც საუბარია მოსამართლეების შერჩევის შეჩერებაზე.
მიუხედავად ამისა, პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. უმრავლესობის მხარდაჭერა იმ კანდიდატებმა მოიპოვეს, რომელთა დაკავშირებითაც სამართლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კითხვები აქვთ მათ კავშირებზე ე.წ. სასამარ თლო კლანთან. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.
გაიგე მეტი
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები