მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, კალაძე ღონისძიებიდან ისე წავიდა, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა
თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ გამოვიდა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, თუმცა ღონისძიების მთავარმა გმირმა მედიის კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა.
კალაძის წარდგენაზე მისულ სტუმრებს ჟურნალისტები გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ. ისინი მიწვეულ მისულ სტუმრებს ეკითხებოდნენ, ხომ არ გრძნობდნენ უხერხულობას იმ პარტიის მხარდამჭერ ღონსიძიებაზე მისვლით, რომლის ლიდერებს ჰქონდათ პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, თუმცა ეს არ ან ვერ გააკეთეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტებმა არაერთხელ გააპროტესტეს მომხდარი და ხელისუფლებასაც ბევრჯერ შეახსენეს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე. მედიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე, ათასობით მოქალაქემ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. ისინი გარდაცვლილი კოლეგის ფოტოებს შლიან და მოძალადეების დასჯას ითხოვენ მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან და ა.შ. ჟურნალისტები პასუხისმგებელ პირებთან მხოლოდ ერთ კითხვას სვამენ — როდის დაისჯებიან არა მხოლოდ მოძალადეებს, არამედ ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები და წამქეზებლები.
მედიის პროტესტს მმართველმა პარტიამ ბოიკოტით უპასუხა — ქართული ოცნების ლიდერები კრიტიკული მედიის კითხვებს არ პასუხობენ.
- ჟურნალისტებად ჩამოყალიბდით და მერე გაგცემთ პასუხს — მათიკაშვილი მედიას
- "იცით სიტყვა ნახვამდის მნიშვნელობა?" — სარჯველაძემ 5 ივლისზე ვახო სანაიას კითხვებს არ უპასუხა
- თურნავა ჟურნალისტს: თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, გარდაცვლილი კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?
- სუბარი მთავარი არხის ჟურნალისტს: გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერა?
მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ კალაძემ სიტყვით გამოსვლა ჟურნალისტებისადმი მიმართვით დაიწყო. მან თქვა, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური კონტრაქციის დროს, ჟურნალისტებზე ძალადობა დასჯადი ქმედებაა და სირცხვილია, თუმცა იქვე დაამატა, რომ "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა". კალაძე ამტკიცებს, რომ წლების განმავლოაბაში ტელეეთერებიდან ცილისწამებასა და ბულინგს ვისმენთ.
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
კომენტარები