თურნავას თქმით, ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის დაპირისპირება "ყურით მოთრეული თემაა"
ეკონომიკისა მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის სავარაუდო დაპირისპირება "ყურით მოთრეული თემაა". ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ეკატერინე ტიკარაძის მთავრობის წევრებისადმი მიმართვა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოწოდება, ხომ არ მიემართებოდა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ხომ არ ნიშნავს ეს, გუნდში დაპირისპირებას.
"ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. მე ასე ნამდვილად არ აღვიქვამ. ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც ეხება პანდემიის მართვას და ყველაფერს ვწყვეტთ კოლეგიალურად.
არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. დაპირისპირება, ეს არის ყურით მოთრეული თემა. ეს არის მოგონილი თემა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერი ხდება", — განაცხადა ნათია თურნავამ.
გუშინ, 8 აგვისტოს, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის წევრებს მიმართა, დაიცვან რეკომენდაციები. ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობს თუ არა პრემიერმინისტრს, რომელმაც რეკომენდაციების დარღვევით იქეიფა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ "რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის" და ქვეყანა რთულ ბრძოლაშია.
ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სივრცეში იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ არის დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები არიან პირბადის გარეშე და ირღვევა სხვა რეკომენდაციებიც.
რეკომენდაციების დარღვევით ქეიფის მეორე დღეს ღარიბაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. აცრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილს პრობლემად არ მიაჩნია მისივე დაწესებული რეკომენდაციების დარღვევა.
"მერე რა, რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?" — ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას რეკომენდაციების დარღვევა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
კომენტარები