2-3 კვირით ადრე ჩატარდება არჩევნები თუ გვიან, არ აქვს მნიშვნელობა, ჯობია, ხალხის სიცოცხლე დავიცვათ — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები 2-3 კვირით ადრე ჩატარდება თუ გვიან. ასე ეხმაურება ის ეპიდსიტუაციის მიზეზით თვითმმართველობის არჩევნების გადადების იდეას.
"არ გვაქვს [საუბარი] არჩევნების დიდი დროით გადადებაზე. 2-3 კვირით ადრე ჩატარდება არჩევნები თუ 2-3 კვირით გვიან, ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჯობია, ხალხის სიცოცხლე დავიცვათ", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძე მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ამ საკითხზე "აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს" უწოდებს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიზანია ყველა პარტიისა და სახალხო დამცველის ერთ სუბიექტად წარმოჩენა და ამით ორპოლუსიანობის განმტკიცება.
"ამ მძიმე ფონზე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რასაც გუშინ და დღეს ვისმენთ არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. რამდენად უპრინციპო უნდა იყო ადამიანი, როდესაც კვლავ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ კოვიდპანდემიას. ჩვენს ყველა განცხადებაში ყოველთვის რბილად ვსაუბრობდით არჩევნების გადადების საკითხზე.
რა არის მათი მიზანი?! მიზანი არის ის, რომ კვლავ აჩვენონ ქვეყანაში ორპოლუსიანობა; ისევ თქვან, რომ ყველა ერთი პარტიაა, მათ შორის სახალხო დამცველიც; თქვან, რომ პარტიებს შორის განსხვავება არ არის, პოლიტიკოსებს შორის განსხვავება არ არის", — განაცხადა ვაშაძემ.
ომბუდსმენი ფიქრობს, რომ ეპიდვითარების გამო უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ლომჯარიამ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი მიმართვის ადრესატი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რადგან მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ლომჯარიას განმარტებით, სწორედ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გახდეს არჩევნების გადადების წინაპირობა. სახალხო დამცველის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ საკითხზე საუბარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთანაც ჰქონდა, თუმცა წელს ამის საჯაროდ გაცხადება თავად გადაწყვიტა.
ლომჯარიას დაანონსებულ ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე მოულოდნელად ჩაინიშნა ბრიფინგი ქართულ ოცნებაში. მმართველი პარტია არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. პარტიის ერთ-ერთმა სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არ უნდა დააბრალოს, თუმცა უშვებს, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "გარე სპიკერი" და "[მიხეილ] სააკაშვილის დავალების შემსრულებელი" აღმოჩნდეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახალხო დამცველის იდეას პირდაპირ უწოდა "ნაციონალების შემუშავებულ გეგმა".
გაიგე მეტი:
- არჩევნების გადადგების ინიციატივა ოპოზიციიდან არ უნდა მოდიოდეს, მაინც არავინ გადადებს — ხვიჩია
- გამოსავალი არ მგონია არჩევნების გადადება, გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება — ბესელია
- მმართველმა გუნდმა პოპულიზმს გადააყოლა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა — მეზვრიშვილი
- არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ — პაპუაშვილი
- არჩევნების გადადება, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ოცნებას აწყობს — ქემოკლიძე
- სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, გამოირჩევა შესაშური არასერიოზულობით — ხვიჩია არჩევნების გადადებაზე
- დღეს მთავარი ამოცანა არჩევნების გადადებაზე კი არა, უსაფრთხოდ ჩატარებაზე საუბარი უნდა იყოს — დაუშვილი
- არჩევნების გადადების საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს ამ ეტაპზე არ უმსჯელია
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
კომენტარები