დეკანოიძე: ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნინოწმინდაში მათ კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მათ მომხრეებზე ზეწოლა გრძელდება.
"წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუსის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პარქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ", — წერს ის.
როგორც ხატია დეკანოიძე On.ge-სთან განმარტავს, ზეწოლა და მუქარა მათ საარჩევნო სიაში მყოფი პირების მიმართ რამდენი დღეა გრძელდება. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშრებით ინფორმაცია ხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე მიაწოდა.
On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
დღეს ზეწოლაზე ისაუბრა ენმ-ს კიდევე ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, მათ პარტიულ სიაში მყოფ პირებს სპეცსამსახურებმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
წინასაარჩევნოდ ზეწოლასა და დაშინებაზე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რამდენჯერმე ისაუბრეს. მაგალითად, 3 სექტემბერს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხალხს, ვინც სხვადასხვა ოლქის სიებში ჰყავთ, "პრობლემების შექმნით" ემუქრება. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებსაც.
23 აგვისტოს პარტია საქართველოსთვის ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობდნენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რათა წარდგენის შემდეგ პარტია დაეტოვებინათ. ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა გახარიას გუნდის რამდენიმე სხვა წევრმაც. 25 აგვისტოს სალომე ღონღაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებიდან წასვლისა და გახარიას პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა გუნდის ფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ არა თუ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის დატოვებაც მოუწევდა.
პირველ სექტემბერს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყოს იმაზე, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირის გამო 62 ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. ომბუდსმენის ცნობით, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები