ფუტკარაძემ ღირსებასთან მორალური ტესტი ჩააბარა, რაც, სამწუხაროდ, ვერ ჩააბარა თავდგირიძემ — ქემოკლიძე
პარტია საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე საუბრისას ამავე საკრებულოს წევრი, ყოფილი თანაპარტიელი ირაკლი თავდგირიძე გაიხსენა. მისი შეფასებით, ფუკარაძემ "მორალური ტესტი" ჩააბარა, თავდგირიძემ კი — ვერა.
"ბატონმა ფუტკარაძემ, ამ ტრაგიკული მოვლენის მიუხედავად, რომელიც გარდაიცვალა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მორალური ტესტი ჩააბარა ღირსებასთან, რაც, სამწუხაროდ, ვერ ჩააბარა ბატონმა თავდგირიძემ, რომელიც ჩვენი პარტიის წევრი იყო.
ამ პროცესში ერთ-ერთი ჩვენი გუნდელის ცნობილ გამონათქვამს გამოვიყენებ — მან სვლა გააკეთა და ეს სვლა უკან არ ბრუნდება. ის პოლიტიკურ ფასს ამ კუთხით აუცილებლად გადაიხდის", — განაცხადა ქემოკლიძემ TV პირველის ეთერში.
ირაკლი თავდგირიძე პარტია საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და ბათუმის საკრებულოში სწორედ ექსპრემიერის პარტიული სიით მოხვდა. არჩევნების შემდეგ მან პარტია დატოვა და ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ თანამდებობიდან გადადგომისას განაცხადა, რომ მისთვის "კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა", ის საკრებულოში ქართული ოცნების ინტერესების გამტარებლად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებამდე ქართული ოცნების წევრებს, მაგალითად სოზარ სუბარს, არაერთხელ უთქვამს, რომ საკრებულოში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატების "სწორ მხარეს" გადასვლაზე ესაუბრებიან.
ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი იყო. ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. კერძოდ, ენმ-ში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყების მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ ენმ დავით რიჟვაძეს ოპოზიციონერი წევრების მუქარაში იქამდეც ადანაშაულებდა.
თავდაპირველად ბათუმის საკრებულოში მანდატები ასე იყო გადანაწილებული: ქართული ოცნება — 16 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა — 15 მანდატი, საქართველოსთვის — 3 მანდატი, ლელო — 1 მანდატი; ამ მოცემულობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის უმრავლესობის მოსაპოვებლად და შესაბამისად, თავმჯდომარის ასარჩევად ხმებს შორის თანაფარდობა იყო 16/19-ზე. თავდგირიძის მიერ გახარიას პარტიის დატოვებისა და ენმ-სა და ლელოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ქართული ოცნების მხარეს მოიაზრება და შესაბამისად თანაფარდობა შეიცვალა ასე — 17/18. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ფუტკარაძის შემცვლელს ბათუმელები გაზაფხულზე, შუალედური არჩევნებზე აირჩევენ, იქამდე კი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ექსპრემიერის პარტიამ განაცხადა, რომ საკრებულოებში, სადაც მათი სიით გასული დეპუტატებს "გადამწყვეტი ხმა" აქვთ, თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები