სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილი დამნაშავედ არ ცნო
გადაწყვეტილება მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ დღეს, 21 ოქტომბერს გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილება: ბასილაშვილს გაამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში.
- ასევე, ამავე მუხლით, 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდში და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდში.
- გარდა ამისა, მოსამართლე ხარჩილავამ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
- "გირაო შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა", — თქვა ხარჩილავამ.
- "ბასილაშვილს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი".
პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის მაისში დააკავა.
- სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
- ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდს ედავებოდა.
- მათ შორის, იყო ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის საქმეები.
სტრიქონებს შორის: მთავრობა და ქართული ოცნება 2021 წელს, როდესაც ბასილაშვილს უკვე ედავებოდნენ ოჯახში ძალადობას, ასპონსორებდნენ პოსტებს, რომლითაც ჩოგბურთელს გამარჯვებას ულოცავდნენ.
- ბრალდებული ბასილაშვილი ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩართო — 29 ოქტომბერს პარტიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩოგბურთელმა კახა კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ნეკა დოროყაშვილი: დაზარალებულის გამოკითხვა საჯარო იყო, მან სასამართლოს მოუყვა ჩოგბურთელთან თანაცხოვრების დროს და შემდგომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის ფაქტები.
- დოროყაშვილმა მოყვა, რომ საბანკო ბარათებს ნიკოლოზ ბასილაშვილი აკონტროლებდა და როდესაც კამათი მოუვიდოდათ, მათ უბლოკავდა.
- გარდა ამისა, დოროყაშვილი ამბობდა, რომ ბასილაშვილი მას "მახინჯს" უწოდებდა და ეუბნებოდა, რომ სამოდელო კარიერის აწყობას ვერ შეძლებდა.
- დოროყაშვილმა ფიზიკური ძალადობის არაერთ შემთხვევაზე ისაუბრა, პროკურატურამ კი ვიდეო წარადგინა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავად ჩოგბურთელი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა და თავს სრულად უდანაშაულოდ მიიჩნევდა. მას საქმის დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია.
- გუშინ, 21 ოქტომბერს ბოლო სასამართლო სხდომაზე, იყო მოლოდინი, რომ საზოგადოება ნიკოლოზ ბასილაშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, თუმცა მან სხდომის დახურვა მოითხოვა.
სასამართლო: დოროყაშვილის უფლებადამცველებმა გუშინ, 20 ოქტომბერს თქვეს, რომ შესვენებისას სხდომათა დარბაზში სასამართლოს თანამშრომლებმა ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს.
- ადვოკატის თქმით, სასამართლოს თანამშრომლების მხრიდან მსგავსი ქცევა არაეთიკურია — "დაზარალებულისთვის ასეთი გარემოება, როდესაც სასამართლოსგან ელოდება ობიექტურ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და ხედავს, რომ ამ სასამართლოს თანამშრომლები ფოტოებს იღებენ ბრალდებულთან, ეს მინიმუმ, უნდობლობის განცდას აჩენს".
-
მოსამართლის განცხადებით, "საბედნიეროდ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს და არა თანამშრომლები, მდივნები, თანაშემწეები".
-
"პრობლემა რაში დაინახეთ? რომ გავაკეთოთ დაშვება, რომ ასეთ ქმედებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პრობლემა რაში გამოჩნდა, რა დაინახეთ პრობლემური", — თქვა მოსამართლემ.
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები