თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა ირანული დრონებით დაბომბვები განაახლა — რა ვიცით
დაბომბვაზე ინფორმაციას ადგილობრივი მედიები და გენერალური შტაბი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც Unian აღნიშნავს, 17 ნოემბრის შემდეგ უკრაინაში ირანული დრონების შეტევა არ დაფიქსირებულა.
- გასული დღის განმავლობაში კი შეიარაღებულმა ძალებმა 17 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 შაჰედ-136.
-
ჟიტომირის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, ღამით, საჰაერო განგაშის დროს, მტერმა სცადა შეტევა ჟიტომირის ოლქზე შაჰედის ტიპის თვითმფრინავის გამოყენებით.
-
მისივე თქმით, დრონი საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონის ჩრდილოეთით ჩამოაგდეს.
დეტალები: მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ კიდევ Orlan-10 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 დრონი ჩამოაგდო, რომელთა ტიპი ზუსტდება.
- 6 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 10 დასახლებაში.
- დნეპროპეტროვსკის ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ტელეგრამზე წერს, რომ გასულ ღამეს, რუსებმა ოლქს შეუტიეს 8 უპილოტო საფრენი აპარატით და რვავე თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
- დრონებით წუხელ ოკუპანტმა ზაპოროჟიეც დაბომბეს — საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის ცნობით, დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად, ორ სოფელში დაინგრა 3 სახლი და 18 დაზიანდა და დაიჭრა 3 ადამიანი, მათ შორის, 15 წლის გოგო.
- სტარუხის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
კონტექსტი: რუსეთმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ირანული წარმოების ასობით დრონი გამოიყენა.
- ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთისთვის საფრენი აპარატების მიწოდება, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამის არ სჯეროდა, რის გამოც სანქციები დააწესეს.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად აღიარა, რომ უპილოტო თვითმფრინავების "მცირე რაოდენობა" რუსეთს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა.
- ISW ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი, 3 დეკემბერს თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გენერალ პოლკოვნიკ ალექსანდრ ფომინს შეხვდა.
- ISW ვარაუდობს, რომ მათ რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად ირანული თვითმფრინავებისა და რაკეტების მიყიდვა განიხილეს.
- გარდა ამისა, The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი რუსეთს დრონების წარმოებაში დაეხმარება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები