"ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია" — ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გაიმართა
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ქუთაისის მერიის წინ შეკრებილმა დეპუტატის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი სურვილი და მოთხოვნაა, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენა არ ისმოდეს და საჯარო მოხელეები მოქალაქეებს ნიშნის მოგებით არ ესაუბრებოდნენ.
"ჩვენ არაერთხელ გვსმენია ნანას მხრიდან ჰომოფობიური, ქსენოფობიური, მიზოგინიური, დამამცირებელი განცხადებები და ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მხოლოდ ვიცინოდით ამ ქალის მავნებლურ განცხადებებზე. სწორედ ჩვენმა სიცილმა, ჩვენმა უყურადღებობამ შექმნა ეს ვითარება", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მათ ნანა კოსტავას საკითხზე ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები: "ნანა წადი", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია", "ნაკლები ნანა საკრებულოში".
კოსტავამ დღეს განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. ამის მიზეზად კი ამომრჩევლის თხოვნა დაასახელა. მან პარასკევს, 31 მაისს განაცხადა, რომ საკრებულოს ორშაბათს დატოვებდა.
ნანა კოსტავამ 30 მაისს Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.
მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა On.ge-სთან საუბრისას ბარკერზე მან აღნიშნა, რომ "რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო".
ამ პოსტის შემდეგ ის ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა. თუმცა, ის დეპუტატის მანდატს მაინც ინარჩუნებს. ის ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.
ამავე თემაზე:
- განსაცდელი გამოსაფხიზებლად — რას წერდა დეპუტატი ასათიანის შვილის გარდაცვალების მეორე დღეს
- ქუთაისელები არ შევეგუებით, ჩვენი სახე სიძულვილის ენას იყენებდეს — ქუთაისში აქცია იმართება
- ნანა კოსტავას აღარ გავაშუქებთ — ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი მედიასაშუალებები
- უფალთან მართალი ვარ, არაფრის დატოვებას არ ვაპირებ — ნანა კოსტავა
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები