პრემიერმინისტრს მოვუწოდებ, არ გააგრძელოს პოლარიზაციის რიტორიკა — ვიოლა ფონ კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, არ გააგრძელოს პოლარიზაციის რიტორიკა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"რთულია ამის შეფასება, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ყველა დაინტერესებულია პრობლემის გადაწყვეტით და ყველა ამოდის იმ პრინციპიდან, რომ კომპრომისი არ ნიშნავს შენი მოთხოვნების 100%-ით არდაკმაყოფილებას. ასე გვესმის ევროპაში და მინდა, რომ ასე იყოს საქართველოშიც. არ უნდა გავყიდოთ მაქსიმალური მოთხოვნები პრესისთვის, არამედ საბოლოო ჯამში კომპრომისებზე ვიყოთ ორიენტირებული ჩვენი წევრებისა და ამომრჩევლების მიმართ.
თუ ქართული პოლიტიკური პარტიები ასე ხედავენ, რომ 6-ვე პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია, ეს არის გზავნილი, მაგრამ მაშინ ჩვენ პრიორიტეტები უნა დავსახოთ და კარგად გავიაზროთ რომელი პუნქტი რა სახით განვახორციელოთ, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, არ ილაპარაკოს წითელ ხაზებზე, წყალგამყოფებზე. ძალიან რთულია ასეთი ტიპის პოლიტიკური აქტორების ჩართულობა მოლაპარაკებებში. სამთავრობო პარტია ქართულ ოცნებას ეკისრება ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მათ მოვუწოდებ, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ოპოიციურ პარტიებთან, პრემიერმინისტრს მოვუწოდებ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და არ გააგრძელოს პოლარიზაციის რიტორიკა", — აცხადებს კრამონი. [ფორმულას თარგმანი]
კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესში, მეშვიდე დღეა მართავს შეხვედრებს. გარდა პარტიების ლიდერებისა, იგი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ასევე, რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.
15 მარტს დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
გაიგეთ მეტი:
- შეთანხმება არ იქნება, ვიდრე ყველაფერს არ გავივლით — მეგრელიშვილი შეხვედრის შემდეგ
- ზუსტად ვერ გავიგე მისი მიზეზი, მაგრამ პატივს ვცემ ბატონ შალვას — ვაშაძე შეხვედრის შემდეგ
- შალვა ნათელაშვილმა დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა
- მოლაპარაკების ტექნიკაა, საუბარი დაიწყოს ადვილად გადასაჭრელი საკითხებით — სამადაშვილი ნათელაშვილის პროტესტზე
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები