ოპოზიცია საკრებულოს გენდერულ საბჭოს შევიწროებაზე პოზიციის დაფიქსირებისა და ქალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
თბილისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართეს.
დეტალები: მათი განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ შალვა რამიშვილი ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიის დამფუძნებელია, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, საკრებულოს გენდერული საბჭო და მისი თავმჯდომარე დუმს.
- მათივე განმარტებით, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა ამ დრომდე საბჭოს სხდომაც კი არ ჩანიშნულა ამ საკითხების განსახილველად.
- დეპუტატები ამბობენ, რომ შემაშფოთებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის მოწოდებები და კომენტარები შალვა რამიშვილის დასაცავად და საერთო ოცნებისეული ნარატივი ქალების დასამცირებლად.
- "კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგამყოფზეა და თან ევროკომისიის რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეხება, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს ობიექტური გამოძიებისკენ და ქალებს აღმოუჩინოს მხარდაჭერა და გამოუცხადოს სოლიდარობა", — განაცხადეს მათ.
- თუ შესაბამისი ნაბიჯებს არ გადაიდგმება, ოპოზიცია გენდერული საბჭოს დატოვებას განიხილავს.
- "კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ საბჭო იმართება ქართული ოცნებისა და პოსტივის დირექტივებით და შესაბამისად, მთელი საბჭოს მუშაობა გახდება ფორმალური და ჩვენ არ გვსურს ამ ფორმალურ პროცესებში მონაწილეობა", — აცხადებენ ისინი.
- აღნიშნავენ იმასაც, რომ პარლამენტის საბჭო და მისი თავმჯდომარე ნინო წილოსანი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც მიმართულია მსხვერპლი ქალების დაკნინებისა და შეურაცხყოფისკენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- ბოლო დღეებში კიდევ 7-მა ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- ფორმულამ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც ისმის, რომ რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს ეუბნება: "ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?", "არ გიყვარს როცა მამაშვილურად გეფერებიან?", "ნებისმიერი პირველი ღიმილი ნიშნავს კის, მომ**ანი".
- ბრალდებების ფონზე ქართული ოცნების წევრებმა რამიშვილისადმი ირიბი მხარდაჭერა გამოხატეს, მის წინააღმდეგ გამოძიება კი ამ დრომდე არ დაწყებულა.
- პარალელურად, სახელისუფლებო და პროპაგანდისტულმა POSTV-მ დაიწყო დისკრედიტაციის კამპანია თათია სამხარაძის წინააღმდეგ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო.
- ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა ქალმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არაერთმა ცნობილმა სახემ.
- ერთკვირიანი დუმილის შემდეგ სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომ თანადგომას უცხადებს "ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს".
სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
- კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
-
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
-
სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
-
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
-
იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
-
ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
გაიგეთ მეტი:
- ქალები შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ
- უხერხული კითხვები, დისკომფორტი და სექსუალური შევიწროება — გასაუბრებები შალვა რამიშვილთან
- რას ჰყვება შალვა რამიშვილზე კიდევ ერთი ქალი
ამავე თემაზე:
- რას წერს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე
- რას წერს სახალხო დამცველი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიაზე
- ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უწყებებისგან მოითხოვენ, სამართლებრივი შეფასება მისცენ სამხარაძის დევნას
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, სამხარაძის მიმართ ცრუ დასმენისა და ადევნების მუხლებით გამოძიება დაიწყოს
- GrlzWave თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს
- რა თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, სადაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
- დროა, გავბედო მეც! ME TOO — მაია ასათიანი სექსუალურ შევიწროებაზე
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები