კობახიძე რამიშვილს, რამიშვილისვე ნარატივებით იცავს
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცდილობს, შალვა რამიშვილი, რომელსაც წლების წინ თათია სამხარაძემ დავა მოუგო და ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში, პოლიტიკური დევნის ობიექტად წარმოაჩინოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- ბოლო დღეებში კიდევ 7-მა ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- ფორმულამ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც ისმის, რომ რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს ეუბნება: "ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?", "არ გიყვარს როცა მამაშვილურად გეფერებიან?", "ნებისმიერი პირველი ღიმილი ნიშნავს კის, მომ**ანი".
- ბრალდებების ფონზე ქართული ოცნების წევრებმა რამიშვილისადმი ირიბი მხარდაჭერა გამოხატეს, მის წინააღმდეგ გამოძიება კი ამ დრომდე არ დაწყებულა.
- პარალელურად, სახელისუფლებო და პროპაგანდისტულმა POSTV-მ დაიწყო დისკრედიტაციის კამპანია თათია სამხარაძის წინააღმდეგ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო.
- ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა ქალმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არაერთმა ცნობილმა სახემ.
- ერთკვირიანი დუმილის შემდეგ სახალხო დამცველმაც განაცხადა, რომ თანადგომას უცხადებს "ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს".
კობახიძე მოუწოდებს ყველას, "შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე".
- "ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი".
- ქართული ოცნების თავმჯდომარე რამიშვილისვე პროპაგანდას იმეორებს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაში მხილება მიზანმიმართული კამპანიაა.
- პოსტივის ნარატივის მსგავსად, ისიც ამბობს, რომ არხს მარალი რეიტინგი აქვს და სწორედ ამის გამო დაიგეგმა "კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ".
- ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობას დაგმობს, თუმცა აქვე ამატებს — "კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვიცი, ეს არის ორკესტრირებული შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ".
- კითხვაზე "ამდენი ქალი კეზერაშვილის მიერ მართულია?", პასუხობს, რომ როცა ამდენი ფული გაქვს, "ამდენი ქალი შეგიძლია მართო" — ამით კობახიძე იმ ქალების დისკრედიტაციას ცდილობს, ვინც სექსუალურ შევიწროებაზე ხმამაღლა საუბრობს.
სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
- კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
-
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
-
სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
-
საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
-
იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
-
ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
გაიგეთ მეტი:
- ქალები შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ
- უხერხული კითხვები, დისკომფორტი და სექსუალური შევიწროება — გასაუბრებები შალვა რამიშვილთან
- რას ჰყვება შალვა რამიშვილზე კიდევ ერთი ქალი
ამავე თემაზე:
- რას წერს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილებაზე
- რას წერს სახალხო დამცველი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიაზე
- ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უწყებებისგან მოითხოვენ, სამართლებრივი შეფასება მისცენ სამხარაძის დევნას
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, სამხარაძის მიმართ ცრუ დასმენისა და ადევნების მუხლებით გამოძიება დაიწყოს
- GrlzWave თათია სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს
- რა თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, სადაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
- დროა, გავბედო მეც! ME TOO — მაია ასათიანი სექსუალურ შევიწროებაზე
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები