ოპოზიციამ პარლამენტში შესვლა თქვა, თუ მიშელის საკითხებზე იქნებოდა გონივრული წინსვლა — ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ითქვა, რომ ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის დანარჩენ საკითხებზე "გონივრული წინსვლა" იქნებოდა.
"ითქვა, რომ პარლამენტში შესვლა უნდა ეთქვათო — ეს თქვა ოპოზიციამ. რთული კომპრომისი იყო, როგორც მორალურად, ისე საკუთარი ამომრჩევლების წინაშე ოპოზიციისთვის, მთელი დემოკრატიული ოპოზიციისთვის, ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის, ევროპული საქართველოსთვის თქმა, რომ ამ, ჩვენი აზრით, არალეგიტიმურ პარლამენტში შევალთ, რომელსაც ტრანზიციულად განვიხილავთ, თუ ამ საკითხებზე, რაც პრეზიდენტმა მიშელმა ჩამოთვალა, არის გონივრული წინსვლა", — განაცხადა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში.
მისი თქმით, ქართული ოცნება არცერთ საკითხზე არსებითი ნაბიჯების გადადგმისთვის არ იყო მზად, განსაკუთრებით კი, ე.წ. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე.
"არცერთ საკითხზე არსებითი ნაბიჯის გადადგმისთვის ხელისუფლება არ იყო მზად. ხოლო, ორ საკითხზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, მე შთაბეჭდილება დამრჩა და ეს შთაბეჭდილება გაიზიარეს ჩემგან ძალიან განსხვავებულმა ადამიანებმა, პოლიტიკურ სპექტრში, რომ საერთოდ აკრძალული ჰქონდათ, განხილვაც კი თავის თავში. ფიქრი ჰქონდათ აკრძალული ამ საკითხებზე", — ამბობს გიგა ბოკერია.
გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ბოლო მოლაპარაკება გაიმართა. 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა და მედიატორმა დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.
მოლაპარაკებების პარალელურად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც გუშინ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, გაავრცელა რამდენიმე დეტალი, რომელიც მისი თქმით, მაგიდასთან განიხილებოდა. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს დოკუმენტები, რომლის პრეამბულაშივე ეწერა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და არჩევნები 2024-ში ჩატარდებოდა. მისივე თქმით, სთავაზობდნენ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას.
კრისტიან დანიელსონი არის შვედი დიპლომატი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი დავალებით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ვერ მოხერხდა, დარჩა საქართველოში.
15 მარტს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლაპარაკება არ შედგა, დანიელსონი კი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები