მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენ დანიელს ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯაშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა. მეუფე სტეფანემ მამა დანიელს ეპარქიიდან და მონასტრიდან წასასვლელად ვადა 30 მაისამდე მისცა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მაღალი იერარქი მისგან სალხინოს ობიექტების გასაღებებს ითხოვდა, მღდველი კი რომელიც მეუფეს კორუფციაში ადანაშაულებს, ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობდა.
მამა დანიელ გვილავას თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა, თუმცა მონასტრიდან და ეპარქიიდან წასვლას არ აპირებს.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ ის უპროგნოზო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი. სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ. ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოვუვლი ჩვენს ნაშრომს, ნაოფლარს. აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ, მე ამას სულ ვამბობდი. მოვიდნენ, ნახონ, დაათვალიერონ, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას არავის გადავაბარებ", — ამბობს მამა დანიელი კურიერთან.
მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა ადგილობრივ სასულიერო პირების ნაწილთან დაპირისპირებულია.
რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა.
2021 წლის 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე დაინიშნა. ეპარქიაში სიტუაცია სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.
თავდაპირველად მან მეუფე სტეფანემ ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.
მეუფე სტეფანეს ამ გადაწვეტილებას ეპარქიაში უკმაყოფილება მოჰყვა. 8 მარტს, ამ ამბის გასაშუქებლად ჭყონდიდში ჩასული ჟურნალისტსა და ოპერატორს სასულიერო პირი ფიზიკურად შეეხო და მიკროფონი წაართვა. ამ დაპირისპირების დროს, 10-მდე ჟურნალისტი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საპატრიარქომ ეს მოვლენები შეაფასა როგორც ეპარქიაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის "ფეხქვეშ გათელვა". საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მაშინ განაცხადა, რომ ჟურნალისტების დაშავების გამო წუხს, თუმცა დაამატა, რომ აივანზე "საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ".
დაპირისპირება იყო ჭყონდიდში 24 მარტსაც. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მეუფე სტეფანე და მამა ათინოგენი.
29 მარტს, მეუფე სტეფანემ მონაზონი, დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე სტეფანე დედა სოსანას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "დააყენე ერთი წუთით". ამის შემდეგ, დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს რამდენიმე დღის განმავლობაში მონასტერში არ უშვებდნენ.
4 აპრილს მეუფე სტეფანემ 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაადანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა.
21 აპრილს მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მამათა მონასტერში არ შეუშვეს. მან ტაძრის კართან იგალობა და ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. სალხინოს მონასტერში ხმაური იყო 22 აპრილსაც — ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა. მეუფე სტეფანემ ამ ამბის გამო კიდევ სამი სასულიერო პირის განკვეთა დააანონსა, თუ კი ისინი შაბათამდე არ "მოინანიებენ". სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება იყო 25 აპრილსაც. მიზეზი მონასტერში ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას მისვლა გახდა.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები