სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება
10 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 677 256;
- გარდაცვლილი — 101 732 ;
- გამოჯანმრთელებული — 372 428.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 234 ;
- გამოჯანმრთელებული — 54;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4 672;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 373.
დღის ფაქტი
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებითი, კორონავირუსის პანდემიას გლობალურად 101 732 ადამიანი ემსხვერპლა.
დღის ფოტო
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალი საქართველოდან
რა ხდება მსოფლიოში
- ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად €500-მილიარდიან პაკეტზე შეთანხმდა;
- რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბოლო 1 დღეში მოსკოვში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა;
- გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსით, ყველაზე მეტი, 266 ადამიანი გარდაიცვალა;
- ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს;
- ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 68 ათასი ინფიცირებულიდან ნახევარი უკვე განიკურნა;
- კორონავირუსის გამო, რუსეთის რამდენიმე რეგიონში აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა;
- ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 570 ადამიანი გარდაიცვალა;
- ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 980 ადამიანი დაიღუპა;
- მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის საერთო საფლავებს თხრიან
ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის საერთო საფლავებს თხრიან. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს საერთაშორისო მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კორონავირუსით გარდაცვლილებს ჰარტის კუნძულზე კრძალავენ, რომელიც 150 წლის მანძილზე ისეთი ადამიანების დასაკრძალად გამოიყენებოდა, რომელთაც ახლობლები არ ჰყავდათ ან დაკრძალვის სახსრები არ გააჩნდათ.
როგორც ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, ჰარტის კუნძულზე ის მიცვალებულები დაიკრძალებიან, რომელთა ნათესავებთან დაკავშირებაც 14 დღის მანძილზე ვერ მოხერხდება.
რა ხდება საქართველოში
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევა დასტურდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54 ადამიანი, გარდაცვლილია — 3.
დღის მთავარი თემა, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის საქართველოში წარმოებული პირბადეების ხარისხი და თანამედროვე მოდის ტენდენციებთან შესაბამისობა იყო.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებდა, რომ ქართული პირბადე დღესდღეობით ყველაზე ლამაზი აქსესუარია, რომელსაც ვირუსის დამარცხების შემდეგ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს, ისე შეხედავენ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კი დაცვის კომპონენტი, რომელიც ამ სახის პირბადემ უნდა უზრუნველყოს, სრულად დაკმაყოფილებულია.
პირბადის ხარისხსა და ვიზუალურ მონაცემებს ხაზს უსვამდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებიც. ამირან გამყრელიძის თქმით, მათთან პირბადეები მათთან შემოწმდა და რეკომენდაციაც მათ გაუწიეს.
პაატა იმნაძე ბრიფინგზე ამ პირბადით გამოვიდა და კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ პირბადეები უსაფრთხოა და თავად დიზაინითაც კმაყოფილია. მისი თქმით, შეიძლება, დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ასეთი პირბადე გამოუშვას.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 143 პირი დააჯარიმეს;
- თუ საპატრიარქო გვეტყვის, რომ შეიძლება, გავიკეთებთ — მამა იოანე კორონავირუსის ტესტზე;
- როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყოთ, რომ ვიღაცამ აგვიღოს ტესტი — დეკანოზი შალვა Covid-19-ის ტესტირების ალგორითმზე;
- მე არ მივესალმები — მეუფე გერასიმე სასულიერო პირების ტესტირებაზე;
- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ბზა არ გაიყიდება — მეუფე გერასიმე;
- კორონავირუსით სტრასბურგში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა;
- ჯერჯერობით, 3 შემთხვევაში ინფიცირების პირველი წყარო უცნობია — პაატა იმნაძე;
- პატიმრებს დამატებით 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს წითელი ჯვრის ორგანიზაცია დაუფინანსებს — თეა წულუკიანი;
- ჯარში და პოლიციაში ტესტირებას ვაგრძელებთ, ჟურნალისტებთან ჯერ არ იგეგმება — ტიკარაძე;
- კორონავირუსისგან განკურნებული 62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკიდან გაწერეს;
- გამოვიყენეთ და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ — ლევან რატიანი ქართულ პირბადეებზე;
- ჩვენთან შემოწმდა პირბადეები და მივეცით რეკომენდაცია — გამყრელიძე ქართულ პირბადეებზე;
- დაცვის კომპონენტი, რომელიც ამ სახის პირბადემ უნდა უზრნველყოს, სრულად დაკმაყოფილებულია — ტიკარაძე;
- საშიში არ არის, დაგიცავთ და მისი მოხმარება შეიძლება — მარინა ეზუგბაია ქართულ პირბადეებზე.
დღის მთავარი ჰედლაინი
ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა
კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხში შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ლენტეხთან ამოქმედდება იგივე შეზღუდვები, რაც დაწესებულია მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში — აკრძალულია ლენტეხში შესვლა და გამოსვლა.
დღის ფრაზა
მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც გამოუშვას, ასეთი რაღაცები მოსწონს — იმნაძე ქართულ პირბადეებზე
ქართული წარმოების პირბადეების კრიტიკის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ბრიფინგზე ამ პირბადით გამოვიდა. კრიტიკის პასუხად მან, განაცხადა, რომ პირბადეები უსაფრთხოა და თავად დიზაინითაც კმაყოფილია. მისი თქმით, შეიძლება, დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ასეთი პირბადე გამოუშვას.
"ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე, გახსოვთ ხომ რა ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ", — განაცხადა მან.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
ბრიტანეთში ექთნებმა ტაშით გააცილეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
დიდი ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საავადმყოფოდან გაწერისას ექთნებმა ტაშით გააცილეს.
ალბერტ ჩამბერსი, რომელიც ივლისში 100 წლის გახდება, საავადმყოფოში სამი კვირის წინ მაჯის დაზიანების შემდეგ მოხვდა. კლინიკაში ყოფნის პერიოდში კი მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდა.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება;
- დასრულებული კარანტინი ვირუსის ეპიცენტრ უხანში და 200-ზე მეტი ინფიცირებული საქართველოში — 8 აპრილის შეჯამება
- ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კორონავირუსის პანდემიისას — 7 აპრილის შეჯამება
- 10 000-ზე მეტი გარდაცვლილი ამერიკაში და შემთხვევების ზრდა საქართველოში — 6 აპრილის შეჯამება
- ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ევროპაში და სააღდგომო მზადება საქართველოში — 5 აპრილის შეჯამება
- პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება;
- აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები