პრემიერი ჟურნალისტიკის დღეს გვილოცავს — გაგახსენებთ, როგორ გვექცევა ქართული ოცნება მედიას
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა, რასაც საქართველოს მთავრობა მისალოცი პოსტით გამოეხმაურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრემიერმინისტრი გვილოცავს თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა საკვანძოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის.
- არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ, ქართული ოცნება აპირებდა მიეღო კანონი, მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ, რომ ისინი აგენტებად გამოეცხადებინა, რაც ცალსახად უშლიდა ხელს დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული მომავლის მშენებლობას.
- ეს არაერთმა მედიამ, ქვეყნის პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგაოდების წარმომადგენელმა ვთქვით, თუმცა სანამ მასობრივ პროტესტში არ გადაიზარდა, მანამდე ხელისუფლებას მის გაწვევაზე არ უფიქრია.
პრემიერმინისტრი გვიწერს იმასაც, რომ ჟურნალისტები არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ვემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.
- აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ხშირად საზოგადოების ინფორმირების როლის შესრულებაში, სწორედ სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები გვიშლიან ხელს, რადგან კრიტიკულ ტელეკომპანიებთან ბოიკოტის რეჟიმში არიან, არ სტუმრობენ მათ სტუდიებს, ხშირად უარს ეუბნებიან კომენტარზე, არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, რაც ონლაინ მედიისთვის დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორია.
- მაგალითად, კულტურის სამინისტრო ღონისძიებებზე მედიებს შერჩევით იწვევს და კრიტიკულ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს საერთოდ არ უშვებს, უწყებების ნაწილი კი აგვიანებს ან საერთოდ არ გვაწვდის საჯარო ინფორმაციას.
- არც ის დაგვიწყებია, რომ პარლამენტმა მედიას შეზღუდვები დაუწესა, შემდეგ კი რუსული კანონის პროტესტის გამოხატვის გამო ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა, რაც ქარტიამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მათი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს ჩვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.
- ამის პასუხადაც გვაქვს რამდენიმე მაგალითი: On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტორეპორტიორი პარლამენტის ეზოდან გამოყარეს, აქციის დარბევის ღამეს პუბლიკას ჟურნალისტს სპეცრაზმელმა დაარტყა, მთავარი არხის ჟურნალისტს კი პოლიციელმა.
- გაცნობიერებული პასუხისმგებლობის დასტურად პრემიერმინისტრს მაგალითად გატარებული რეფორმები მოჰყავს და ამბობს, რომ "შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი".
- რა თქმა უნდა, ღარიბაშვილი არ იხსენებს 5 ივლისს, როცა ამ "პლურალისტურ გარემოში" მისი განცხადების შემდეგ წაქეზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა აქტივისტების ოფისები დაარბიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, რის შემდეგაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- არც მუქარის, თავდასხმის, აგრესიის წახალისების, სიძულვილის ენის გამოყენების და ძალადობის ათეულობით საქმეზე საუბრობს და არც მედიასაშუალებების წინააღმდეგ აღძრულ გამოძიებებზე.
- ალბათ, ისიც დაავიწყდა როგორ წაართვა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი და ამბობდა, რომ არ დაუბრუნებდა, რამდენიმე თვეში კი მისმა ქმარმა კი TV პირველის ჟურნალისტს აგინა.
ღარიბაშვილი მადლობას გვხდის შრომისთვის და წარმატებებს გვისურვებს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში. ამას გვეუბნება მინისტრი, რომელსაც სხვადასხვა დროს ჟურნალისტებისთვის დამამცირებლად მიუმართავს.
- მაგალითად, 2021 წელს მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა: "მინდა მოგიწოდოთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც".
- იყო შემთხვევებიც, როცა მან ჟურნალისტს პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი უწოდა, ერთ-ერთს კი კითხვის დასმის გამო უთხრა: "ვინ ხარ შენ, ჩემი უფროსი ხარ?".
- პრემიერი თავის პოსტში არ უღრმავდება და არ განიხილავს იმას, რომ მისი მსგავსი რიტორიკა ახალისებს სიძულვილის ჯგუფების აგრესიას ჟურნალისტების მიმართ.
კიდევ რამდენიმე მაგალითი: მართალია, 2021 წელს ღარიბაშვილი გვეუბნებოდა, რომ 2012 წლის შემდეგ მედია აბსოლუტურად თავისუფალია და მოგვიწოდებდა, დავმშვიდდეთ და დავტკბეთ ამ კომფორტით.
- მაგრამ Human Rights Watch 2022 წელს წერდა, რომ შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე.
- გთავაზობთ მმართველი გუნდის წევრების რამდენიმე კომენტარს, რომელიც მედიასთან მათ დამოკიდებულებას ასახავს.
- კალაძე მთავარის ჟურნალისტს: "თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ქვეყანაში არ არსებობენ".
- წულუკიანი ჟურნალისტს: "ნუ ნერვიულობთ, ნუ ნერვიულობთ, წინ კიდევ ბევრი ნერვიულობა გელით".
- წულუკიანი ჟურნალისტს: "ემა, მოდი, აბა, თქვი, ბიძინას გაუმარ..."
- კობახიძე ჟურნალისტს: "თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ".
- ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჟურნალისტს: "იმდენი შენი დედა ვატირე".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები