ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2021 წელს გარდაიცვალნენ
2021 წინა წელზე არანაკლებ რთული გამოდგა. ჩვენ ისევ ვებრძვით კორონავირუსის პანდემიას, რის გამოც, მსოფლიო დღეს არაერთი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგას. ბოლო 12 თვის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ ადამიანური დანაკლისი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და შეუვსებელია. გასულ წელს არაერთი ცნობილი მუსიკოსი, მწერალი, რეჟისორი და მსახიობი გარდაიცვალა, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით საზოგადოების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს.
თემურ წიკლაური
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, თემურ წიკლაური, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გამოწვეული გართულებებით 1-ლ თებერვალს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში მას მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის (1980 წელი), სახალხო არტისტისა (1990 წელი) და თბილისის საპატიო მოქალაქის (2010 წელი) წოდებები. 1997 წელს წიკლაურს ღირსების ორდენი გადაეცა, 2014 წელს კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ანზორ ერქომაიშვილი
ქართველი მუსიკოსი და ფოლკლორისტი, ანზორ ერქომაიშვილი, 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერქომაიშვილს, რომელიც ვოკალურ ანსამბლ რუსთავს 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2014 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
გურამ დოჩანაშვილი
ლეგენდარული ქართველი მწერალი და თანამედროვე კლასიკოსად მიჩნეული ავტორი, გურამ დოჩანაშვილი, 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალს, რომელსაც მკითხველთა ფართო წრე რომანით სამოსელი პირველი იცნობს, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2010 წელს პრემია საბა გადაეცა. მისი ცნობილი მოთხრობა, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სასკოლო პროგრამაშია შეტანილი.
პრინცი ფილიპი
ედინბურგის ჰერცოგი და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელიზაბეთ II უინძორის ქმარი, პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში მეხუთე კონსორტი და მესამე ყველაზე დღეგრძელი წევრი იყო.
ჰელენ მაკკრორი
ცნობილი ინგლისელი მსახიობი, ჰელენ მაკკრორი, რომელსაც ყველაზე მეტად ჰარი პოტერის ფილმების სერიაში შესრულებული ნაცრისა მალფოის როლით იცნობდნენ, 16 აპრილს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზურაბ რთველიაშვილი
ქართველი პოეტი და მულტიმედია ხელოვანი, ზურაბ რთველიაშვილი, 20 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. რთველიაშვილის ლექსები რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, პოეტმა კი წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის 2018 წელს პრემია საბა მიიღო.
კახი კავსაძე
ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, კახი კავსაძე, 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული მსახიობის მოღვაწეობა თითქმის 60 წელს და ათობით კინოროლსა და არანაკლებ სპექტაკლში მონაწილეობას მოიცავს. კავსაძეს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის (1976) და საქართველოს სახალხო არტისტის (1981) წოდებები. ასევე კოტე მარჯანიშვილის (2009) და შოთა რუსთაველის (2010) სახელობის სახელმწიფო პრემიები. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მსახიობის სახელი მიენიჭება.
მარინა ჯანაშია
კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, მარინა ჯანაშია, 27 მაისს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1968 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო. თეატრის სცენაზე ჯანაშიას განსახიერებული აქვს ათობით როლი. მაყურებელი მას ასევე იცნობს ფილმიდან კუკარაჩა, სადაც ქალბატონი ანიკოს როლი შეასრულა. საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემიის ლაურეატის ბოლო კინოროლი 2013 წელს, ნანა ექვთიმიშვილის ფილმში გრძელი ნათელი დღეები, შედგა.
რეზო გაბრიაძე
ქართველი მხატვარი, რეჟისორი და მწერალი, რეზო გაბრიაძე 6 ივნისს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ათობით კინოსცენარისა და წიგნის ილუსტრაციის ავტორის შემოქმედებას კარგად იცნობდნენ საზღვარგარეთაც. გაბრიაძემ 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავადვე იყო. ქართველი ხელოვანის შესახებ 2017 წელს ბიოგრაფიული ანიმაცია, დედა, იცი სად ვიყავი? შეიქმნა, რომლის სცენარი თვითონ რეზოს ეკუთვნოდა, რეჟისორი კი მისი შვილი, ლეო გაბრიაძე იყო.
რაფაელა კარა
ლეგენდარული იტალიელი მომღერალი, მსახიობი და ტელევარსკვლავი, რაფაელა კარა, 5 ივლისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური და ესპანურენოვანი ტელევიზიების ქარიზმატული ვარსკვლავი, რომელმაც არაერთი რეტროჰიტი შექმნა, 1970-80-იან წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში.
გივი ალხაზიშვილი
ქართველი პოეტი და ლიტერატორი, გივი ალხაზიშვილი, 4 აგვისტოს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალხაზიშვილი ხელმძღვანელობდა გამომცემლობებს, მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. პოეტს მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის, აკაკი წერეთლის, სახელობის, საქართველოს სახელმწიფო და საბას პრემიები.
ჟან-პოლ ბელმონდო
ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ჟან-პოლ ბელმონდო, 6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინოვარსკვლავი, რომელსაც ფრანგმა მაყურებელმა სიყვარულით ბებელი შეარქვა, 1960-70-იან წლებში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.
უილი გარსონი
ამერიკელი მსახიობი, უილი გარსონი, რომელსაც მაყურებლები Sex and the City-ში შესრულებული სტენფორდ ბლეჩის როლით იცნობდნენ, 21 სექტემბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის ბოლო პროექტი Sex and the City-ის ახალი სეზონი იყო, რომლის პრემიერაც 9 დეკემბერს შედგა.
გელა ჩარკვიანი
ქართველი მწერალი, მთარგმნელი და დიპლომატი, გელა ჩარკვიანი, 9 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩარკვიანი, რომელიც ავტორია წიგნებისა ინტერვიუ მამასთან, ნაგერალა და ნაცნობ ქიმერათა ფერხული, ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენითაა (2013) დაჯილდოებული. 2013 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.
ერმალო მაღრაძე
ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, ერმალო მაღრაძე, 12 ნოემბერს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორის სცენარითვე გადაღებული ფილმები — გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, იმედის მწვანე კუნძული, თეა, უცხო და ორფეოსის სიკვდილი — დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში.
ვირჯილ აბლო
მოდის ამერიკელი დიზაინერი, ვირჯილ აბლო, 28 ნოემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბლო პირველი შავკანიანი ხელოვანი იყო, რომელიც Louis Vuitton-ის არტდირექტორი გახდა და ფრანგულ მოდაში ასეთი მაღალი პოზიცია დაიკავა, თუმცა მისი სახელი მანამდეც ცნობილი იყო.
ენ რაისი
ლიტერატურაში გოთიკის ჟანრის დედოფლად და ასევე თანამედროვე კლასიკოსად მიჩნეული ამერიკელი მწერალი, ენ რაისი, 11 დეკემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაისს, რომელსაც ფენტეზის და ეროტიკული ჟანრის რომანები, ასევე რელიგიური ტექსტები ჰქონდა შექმნილი, ყველაზე მეტად მაინც წიგნების სერიით ვამპირის ქრონიკები იცნობდნენ. სერიის ორი რომანი — ინტერვიუ ვამპირთან და დაწყევლილების დედოფალი — ჰოლივუდში ფილმებადაც გადაიღეს.
ჯემალ ჭკუასელი
ქართველი მუსიკოსი და ქორეოგრაფი, ჯემალ ჭკუასელი, 17 დეკემბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჭკუასელს, რომელიც წლების განმავლობაში ანსამბლი ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი აქვს მიღებული.
ჟან-მარკ ვალე
კანადელი სცენარისტი და რეჟისორი, ჟან-მარკ ვალე, 26 დეკემბერს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. არაერთი ცნობილი ფილმის გარდა, ვალემ გადაიღო ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი Big Little Lies (დიდი პატარა ტყუილები), რომელმაც ემის ჯილდოც მიიღო, როგორც საუკეთესო მინისერიალმა. რეჟისორის შექმნილია ასევე HBO-ის კიდევ ერთი წარმატებული სერიალი, Sharp Objects (ბასრი საგნები), სადაც მთავარი როლი ემი ადამსმა შეასრულა.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები